🧘♂️შემოგვიერთდი ჯგუფურ მედიტაციაზე, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები შევიკრიბებით და გავაკეთებთ პრაქტიკებს.
🔸ეს არის საშუალება, რომ დასვა კითხვები, რომელიც ინდივიდუალური პრაქტიკის დროს გიჩნდება, როცა დამოუკიდებლად მედიტირებ.
🔸ესაა საშუალება, დარჩე ახლოს გადმოცემის ხაზთან. როცა დამოუკიდებლად ვერ ახერხებ დროის გამოყოფას შემეცნებისთვის, კითხვებისთვის და მოსმენისთვის.
🔸ჩვენი პრაქტიკის თემებზე, ნელ-ნელა გონება ექსტერნალიზდება და ისევ ეფლობა სამსარულ გამოვლინებებში, თუ არ გვაქვს მყარი ფუნდამენტი.
👉🏼ამიტომ, საჭიროა ჯგუფური პრაქტიკა, რადგან ის აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ გავაგრძელოთ გზა.
შეხვედრებზე ჩვენ ვიმედიტირებთ იმგვარად, რომ რა სწავლებაც არ უნდა გქონდეს მიღებული, ადვილად შეძლებ ინტეგრირებას ჯგუფურ პრაქტიკასთან და დაუკავშირებ შენს გამოცდილებას საერთო მედიტაციას.
💫მედიტაციის დასრულების შემდეგ გვექნება დრო კითხვა - პასუხისთვის, ტექსტების განხილვისთვისაც და ა.შ.
🧡გელოდებით სიხარულით, ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.
📍გიორგი მაზნიაშვილის 35 / ფაბრიკასთან
▫️27 ნოემბერი / 20:00 სთ
🧘♂️ყველაფერს დაგახვედრებთ ადგილზე.
💌თუ გექნება სურვილი მხარდაჭერა შეგიძლია გამოხატო დონაციითაც, რომელიც ნებაყოფლობითია.
You may also like the following events from Sphero-სფერო: